,,ამ ახალგაზრდებს გამოვასწორებთ, სადაც წავიდნენ, იქ აუცილებლად დაფიქრდებიან” – ნიკო კვარაცხელიას დედა განაჩენზე

ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან ასეთი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა და მოსამართლეს მადლობა გადაუხადა.

,,ბევრმა მომილოცა და შეძლება კიდევ მომილოცონ, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მოლოცვას. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი ფაქტი, ასე უნდა მომხდარიყო. მე გპირდებით, რომ ეს იქნება გამოსწორების დასაწყისი. ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, გამოვასწორებთ, სადაც წავიდნენ იქ აუცილებლად დაფიქრდებიან, გამოსწორდებიან. მინდა გთხოვოთ ისევ თანადგომა, რომ მეორე ნაწილი, რომელიც არის გამოყოფილი საქმიდან, დამკვეთები ვინც არიან, საქმეში ვინც ფიგურირებს, ეს საქმეც დროულად მივიყვანოთ ბოლომდე და ჩვენს ქვეყანაში დადგეს სამართალი. იცოდნენ, რომ ასეთი უბედურების შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯებიან. მადლობას ვუხდი მოსამართლეს. ნამდვილად კარგი ადამიანი გამოდგა”, – თქვა იზა ომაძემ.