საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 703 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 346 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.98%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 703 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 912 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 222 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 929.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.5% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 346 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 684.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 789 პირი ემსხვერპლა.