“დამანებეთ თავი, არ შეგიძლიათ? არ შემიძლია კამერასთან მუშაობა”

ქიბარ ხალვში ექსპერტიზის ბიუროში მივიდა, სადაც საკუთარი ხელმოწერის ნიმუში უნდა დატოვოს. “მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ”, – თქვა მან მედიასთან და ჟურნალისტებს მისთვის “თავის დანებება სთხოვა”: “დამანებეთ თავი, არ შეგიძლიათ? არ შემიძლია კამერასთან მუშაობა”, – თქვა ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაშს ასევე ჰკითხეს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რაზეც მან განაცხადა, რომ ივანიშვილთან კომუნიკაცია 2012 წლის ნოემბრის შემდეგ არ ჰქონია.