„ვნახეთ „მასკვას“ ჩაძირვის კადრები, მაგრამ ვერ ვიტყვით რამდენად ავთენტიკურია“ – პესკოვი

რუსეთი პრეზიდენტი პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კადრები რუსმა მაღალჩინოსნებმა ნახეს, თუმცა ვერ იტყვიან თუ რამდენად სანდოა ისინი.

„ჩვენ ნამდვილად ვნახეთ კადრები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რამდენად ავთენტიკური და ჭეშმარიტია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „მასკვა“ 14 აპრილს ჩაიძირა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსულ გემზე იერიში უკრაინულმა ჯარმა მიიტანა.