ნედ პრაისი – რუსეთის ბოლო თავდასხმები უკრაინაში აჩვენებს, რომ ის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას აწარმოებს

რუსეთის ბოლო თავდასხმები უკრაინაში აჩვენებს, რომ ის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას აწარმოებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ლვოვზე განხორციელებულ ბოლო სარაკეტო დარტყმებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ფაქტი ის არის, რომ რუსეთმა დაიწყო ინტერვენციაზე, ომზე მეტი, ის აწარმოებს ტერორის, სისასტიკის, საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ის დარტყმები, რომლებიც ბოლო საათებში ვნახეთ ლვოვზე, კიევის გარეუბნებზე, ან ის, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, ხარკოვი, რისი თვითმხილველებიც გავხდით ბუჩაში, ეს არის რუსების მხრიდან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკის კამპანიის, ტერორის კამპანიის ნათელი მინიშნებები, ნათელი მოწმობა“, – განაცხადა ნედ პრაისმა.