ჩრდილოეთ კორეა ბუჩაში მომხდარ მოვლენებს დასავლეთის პროვოკაციას უწოდებს

ჩრდილოეთ კორეის საელჩომ ბუჩაში მომხდარ მოვლენებს დასავლეთის პროვოკაცია უწოდა.

მედიის ცნობით, ოფიციალური ფხენიანი აღნიშნულ ქმედებებს „რუსეთის იმიჯის შელახვას” უწოდებს.

„ქალაქ ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა აშკარად აჩვენებს, რომ აშშ და დასავლეთი საზარელი ქმედებებით ერთმანეთს ჰგვანან, რათა მიაღწიონ თავიანთ საწადელ მიზანს – შელახონ რუსეთის იმიჯი და მოახდიდნო მისი საერთაშორისო იზოლაცია“, – აცხადებს ოფიციალური ფხენიანი.