მარიუპოლში ჰოლოკოსტს გადარჩენილი 91 წლის ქალი გარდაიცვალა

მარიუპოლში გარდაიცვალა 91 წლის ქალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტს გადაურჩა.

ვანდა ობიედკოვა მშობლიურ ქალაქ მარიუპოლში თავშესაფარში იმყოფებოდა. შემთხვევა 4 აპრილს მოხდა. იტყობინება უკრაინული მედია.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი უნდა მოეწყოს, რომლის საშუალებითაც მშვიდობიანი მოქალაქეები დატოვენენ ქალაქს, მათ შორის „აზოვსტილის” ქარხანას შეფარებულებიც, სადაც 1000-მდე ადგილობრვია.

ამასთან, „სიენენის“ ინფორმაციით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაში შესაძლოა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც ჩაერთონ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა მიაწოდა.