,,პუტინთან მოლაპარაკება იმ ნიანგთან საუბარს ჰგავს, რომელსაც შენი ფეხი ყბებში აქვს” – ბორის კონსონი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ომის შეჩერების მცდელობას ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გზით შეუძლებელია, რადგან მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკება ჰგავს იმ ნიანგთან ვაჭრობას, რომელსაც დაჭერილი ჰყავხარ.

ჟურნალისტებთან ინტერვიუში, ჯონსონმა აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინასთან საუბარი იმ შემთხვევაში ენდომება, თუ მოლაპარაკებებში ძლიერის პოზიციაში იქნება.

,,ძალიან რთულია წარმოვიდგინო როგორ შეძლებენ უკრაინელები პუტინთან მოლაპარაკებას, მისიბარაკეთილსინდისიერების გათვალისწინებით. მისი სტრატეგია, ნათელია, რომ უკრაინის იმხელა ნაწილის მითვისებაა, რამდენსაც შეძლებს და ალბათ რაღაც ტიპის მოლაპარაკებების ძლიერის პოზიციიდან გამართვაა.

როგორ შეძლებ ნიანგთან მოლაპარაკებას, როცა მას ყბებში შენი ფეხი უდევს. ესაა სირთულე, რომლის წინაშეც უკრაინელები დგანან. ჩვენ უბრალოდ სტრატეგიას უნდა მივყვეთ, მათთვის იარაღის მიწოდება განვაგრძოთ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.