უკრაინაში ფიასკოს გენერალ ჟურავლიოვის თანამდებობა შეეწირა – ნახეთ პუტინის გადაწყვეტილება

რუსეთის დიქტატორმა დასავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალპოლკოვნიკი ალექსანდრ ჟურავლიოვი თანამდებობიდან გაათავისუფლაამის შესახებ Reuters იტყობინება.

როგორც ცნობილია, ფაქტს ჯერჯერობით ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. თუმცა საერთაშორისო მედია წერს, რომ რუსეთი ჩრდილოაღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებლობასა და უკრაინის მიერ ლიმანის აღებაში პასუხისმგებლობას გენერალპოლკოვნიკ ჟურავლიოვს აკისრებდნენ.