ჯო ბაიდენი: რუსეთის ახალი შეტევა უფრო შეზღუდული იქნება გეოგრაფიული თვალსაზრისით, თუმცა არა სისასტიკის თვალსაზრისით

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ახალი შეტევა უფრო შეზღუდული იქნება გეოგრაფიული თვალსაზრისით, თუმცა არა სისასტიკის თვალსაზრისით.

„ახლა ჩვენ უნდა დავაჩქაროთ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი, რათა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთის შეტევისთვის მომზადებაში, რომელიც უფრო შეზღუდული იქნება გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაგრამ არა სისასტიკის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, „პუტინი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას მლიანად უკრაინაზე დომინირებასა და უკრაინის ოკუპაციაში“.

ამასთან, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.