ზელენსკი და მისი მთავრობა უფრო პოპულარულია საქართველოში, ვიდრე ღარიბაშვილი – თინა ბოკუჩავა

,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგის მკვეთრ ვარდნას საქართველოს მოქალაქეების სწორ მორალურ ღირებულებებს უკავშირებს.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოსახლეობაში მეტი პოპულარობით უკრაინის მთავრობის წევრები სარგებლობენ.

,,პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მთავრობა განუზომლად უფრო პოპულარულია საქართველოში, ვიდრე ღარიბაშვილი და მისი მთავრობა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ქართველი ხალხის სწორ მორალურ და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც არ ასახავს ბატონი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა”, – ამბობს თინა ბოკუჩავა.