,,ქვეყანაში მორალი რომ არსებობდეს, დღეს მიშა რომელიმე კლინიკაში უნდა იყოს” – ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი ,,ტვ პირველთან” ამბობს, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს.

ნიკოლოზ სააკაშვილი ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დეპოლარიზაციისთვის ნაბიჯები გადადგას.

,,მორალი არ არის ქვეყანაში, მორალი რომ იყოს, დღეს მიშა უნდა იყოს უკვე რომელიმე კლინიკაში. იმედი მაქვს ჩემი თავის, ოჯახის, ძმების. ეს არის ფაქტიურად ის გუნდი, რომელიც სათავეში უნდა ედგეს მისი გათავისუფლების პროცესებს.

მოვისმინე ქალბატონი ზურაბიშვილის ესეთი ფრაზა: ,,პოლარიზაცია მოხდება” – ნურას უკაცრავად, ქალბატონო პრეზიდენტო, კი არ მოხდება, პირიქით, დეპოლარიზაცია მოხდება”, – ამბობს მესამე პრეზიდენტის მამა.