,,ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა” – იაგო ხვიჩია

,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას არ გამოიწვევს, მაგრამ თუკი პარტიის წარმომადგენლებს ამის სჯერათ, სწორი და მორალური იქნებოდა ეს აქამდეც გაეკეთებინათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე აზრით, პარლამენტიდან გასვლის საკითხმა, შესაძლოა ,,ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გამოიწვიოს.

,,ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა. თუ პარლამენტიდან ნაწილი გავა და ნაწილი დარჩება, ეს დაშლისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

,,ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა დაიშალოს, რადგან ის არის ,,ქართული ოცნების“ იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი ცუდი როლი აქვთ პარტიის წევრებს. ეს ადამიანები ამ როლისგან უნდა გათავისუფლდნენ, რაც ,,ქართული ოცნების“ დამარცხების სულ სხვა შესაძლებლობებს გააჩენს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.