საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით უსუფაშვილთან კონსულტაციებს მდინარაძე ადასტურებს

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში შესაძლოა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვიხილოთ, რომელსაც პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე წევრების წინადადებით მიმართავს. გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა კომისიაში ყოფილი „რესპუბლიკელი“ ვახტანგ ხმალაძეც მოხვდეს.

არსებული ინფორმაცია უკვე დაადასტურა საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილთან კონსულტაციები გაიმართა.

ამ ეტაპზე უცნობია თავად უსუფაშვილის გადაწყვეტილება, კომისიის პეროსნალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით განცხადებას კი კობახიძე დღის ბოლოსთვის გააკეთებს.

კომენტარის დატოვება