ბორჯომში მტკვარში გადამხტარი ქალის ცხედარი იპოვეს

დღეს დილით ბორჯომში, წყალში გადამხტარი ქალბატონის ცხედარი ნაპოვნია. მაშველებმა ცხედარი სოფელ ყვიბისის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. დადგენილია ვინაობაც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ: ბორჯომში სილამაზის ხიდიდან მოქალაქე მდინარე მტკვარში გადახტა. შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 9:00 საათზე მოხდა. სავარაუდოდ ქალბატონმა ხიდზე სკამი მიიტანა, სკამზე ავიდა და წყალში გადახტა.

ამ დროისთვის გარდაცვლილის ცხედარი ბორჯომის პროზექტურაშია გადასვენებული.

კომენტარის დატოვება