არაფრის მთქმელი არაა საერთოდ, არ მაინტერესებს, ბევრი საფიქრალი მაქვს – ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩანაწერებზე

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პირველად გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ჩანაწერებს. მისი აზრით, პრემიერმა გაუგებარ ჩანაწერებზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს და ეს ჩანაწერები არაფრის მთქმელი არაა.

,,საერთოდ მე არ ვთვლი, რომ პრემიერმინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე. ეს ერთი, გაუგებარია აბსოლუტურად არის ავთენტური საუბარი, არ არის ავთენტური, ჩემთვის წარმოუდგენელია საერთოდ ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება და მითუმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მათი ამოცანა იყო და რის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება. არიან რა ისინი გამწარებულები და რომ იტყვიან სასოწარკვეთილები, ამ მსგავსი რაღაც სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე რა თქმა უნდა, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არაა საერთოდ. მსგავსი შინაარსის ჩანაწერები არ მაინტერესებს სერთოდ”, – თქვა ღარიბაშვილმა.