ჯო ბაიდენი: სასტიკი წარუმატებლობის გამო რუსეთი სასოწარკვეთას აჩვენებს – ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ფუჭი კომენტარები არ უნდა აკეთონ

რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ან მათი გამოყენების აუცილებლობის შესაძლებლობაზე ფუჭი კომენტარები არ უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსული კომენტარები ბირთვული ომის შესაძლებლობის შესახებ უპასუხისმგებლო იყო.

„მათი განცხადებები ნამდვილად მაწუხებს, რადგან ეს აჩვენებს იმ სასოწარკვეთას, რომელსაც რუსეთი განიცდის სასტიკი წარუმატებლობის გამო, რომ ვერ შეძლეს იმის გაკეთება, რასაც თავიდანვე აპირებდნენ. ვფიქრობ, რომ ეს უფრო ასახავს არა სიმართლეს, არამედ მათ წარუმატებლობას“, – განაცხადა ბაიდენმა.

რაც შეეხება რუსეთის, შესაძლო, აგრესიას ნატოსა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, ბაიდენის თქმით, „რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, აშშ მზად არის”.