არჩილ თალაკვაძე – საქართველოს მამაცო ჯარისკაცებო, მადლობას გიხდით თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამშობლო არის უპირველესი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს მამაცო ჯარისკაცებო, გილოცავთ შეიარაღებული ძალების დღეს – 30 აპრილს! მადლობას გიხდით თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც ემსახურებით ქვეყანას, იცავთ მშვიდობას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას! თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამშობლო არის უპირველესი.

ქედს ვიხრით გმირების წინაშე, ვინც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაეცნენ! ვინც ამაყად ატარა ქართული დროშა!“ – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.