ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან ისევე, როგორც უკრაინა, რომლის გავლითაც ევროკავშირში რუსული გაზის 80% შედის და უკან უბრუნდება უკრაინას რეიმპორტის სახით

„ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს ვინარჩუნებთ ისევე, როგორც, უკრაინა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ

მისივე თქმით,  რუსეთთან ურთიერთობების არავითარ განსაკუთრებულ გაფართოებაზე საუბარი არ არის.

„ევროკავშირში გაზის 80% უკრაინის გავლით შედის და არა მარტო შედის, არამედ, უკან უბრუნდება რუსული გაზი უკრაინას რეიმპორტის სახით. ანუ, გაზის ნაწილში უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობები კვლავაც ჩვეულებრივად აქვს. ეს არის ომში უშუალოდ მყოფი ქვეყანა.

ასეთ ვითარებაში, მით უმეტეს, გასაგებია, თუ რატომ ვინარჩუნებთ ჩვენ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. სადაც უკრაინა ამ ურთიერთობებს ინარჩუნებს, იქ ლოგიკურია, რომ ბუნებრივია, ჩვენი ინტერესები ჩვენც გვაქვს. აქედან გამომდინარე, სანქციებთან დაკავშირებით პოზიცია არის ნათელი. ამ ურთიერთობების არავითარ რაღაც განსაკუთრებულ გაფართოებაზე, ბუნებრივია, არ და ვერ იქნება საუბარი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს შევინარჩუნებთ, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციებს არ ვუერთდებით“, – განაცხადა კობახიძემ.