აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე – „მივმართავ უმაღლეს მთავარსარდალს, იზრუნოს აგონიაში მყოფ დაჭრილ და დაღუპულ ჯარისკაცებზე – გადაასვენეთ ცხედრები, რომ უკრაინელები გმირებს გამოემშვიდობონ”

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სამოქალაქო პირებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციის საჭიროების შესახებ საუბრობს.

„მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ,  რომლებიც საშინელი ტანჯვით იხოცებიან, სათანადო მკურნალობის არქონის გამო.

მე პირადად მივმართავ უმაღლეს მთავარსარდალს, იზრუნოს არაადეკვატური მოპყრობის შედეგად, აგონიაში მყოფ დაჭრილ  და დაღუპულ, ჯარისკაცებზე. მოგვეცით საშუალება, გადავასვენოთ მებრძოლების ცხედრები, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარ გმირებთან გამომშვიდებება.

სათანადოდ უპასუხეთ კრიტიკულ სიტუაციას, სადაც მტერი არ იცავს რაიმე ეთიკურ ნორმებს, კონვენციებს ან კანონებს, ანადგურებს ადამიანებს მთელი მსოფლიოს თვალწინ, ხელმძღვანელობს ნებაყოფლობითა და დაუსჯელობით!”, – აცხადებს სვიატოსლავ პალამარი.