ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, პირობას ვდებთ, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოვყოფთ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიურად სჩადის ომის დანაშაულებს. მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

„ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვერ შევედრებით უკრაინელი ხალხის სიმამაცეს და გაღებულ მსხვერპლს, მაგრამ შეგვიძლია, დაგეხმაროთ და თქვენ გვერდით ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ ჩვენი ეკონომიკური ძალით. ერთი მხრივ, არის სანქციები. გუშინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სანქციების მეექვსე პაკეტი და ეს ღრმად აზიანებს რუსულ ეკონომიკას. ეს არის ამოცანა, რომ პუტინმა უნდა გადაიხადოს საფასური ამ აგრესიისთვის.

მეორე არის ეკონომიკური დახმარება. ომის ათი კვირის განმავლობაში ჩვენ გამოვყავით 4 მილიარდის ფინანსურ-ეკონომიკური დახმარება. ჩვენ გავაკეთეთ 3.5 მილიარდის მობილიზება ევროკავშირში მყოფი ლტოლვილებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამი კვირის წინ, ჩვენ უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 1.8 მილიარდის დახმარების პირობა გავეცით. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. პირობას ვდებთ, რომ გამოვყოფთ 200 მილიონ ევროს უკრაინის მოსახლეობისთვის. უკრაინის რეკონსტრუქციას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თუ ჩვენ შევძლებთ, გვქონდეს ასობით მილიარდი დოლარი ევრო და ასევე რეფორმები, ეს არა მხოლოდ ააშენებს თქვენს ქვეყანას, ასევე გზას გაგიხსნით ევროკავშირში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.