თურქეთში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის ქაჰრამანმარას პროვინციაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი გოქსუნის რაიონი იყო. მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 03:39 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც.
ნრგევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.