Covid-19-მა მსოფლიოში ყოველი 500 ადამიანიდან 1 იმსხვერპლა – WHO

,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) უახლესი მონაცემებით, Covid-19-ით დაღუპულთა რიცხვი პანდემიის პირველ ორ წელში, დაახლოებით 14.9 მილიონამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველი 500 ადამიანიდან ერთი ვირუსმა იმსხვერპლა.

დაღუპულთა 57%-ს მამაკაცები შეადგენდნენ და უმეტესობა 60 წელს გადაცილებული ადამიანი იყო.

WHO-ს განცხადებით, ბევრმა ქვეყანამ კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი არ დაითვალა და არსებული სტატისტიკა – 5.4 მილიონი არაზუსტია. სააგენტოს ახალი შეფასებით, გარდაცვლილთა მაჩვენებელი ცალკეული მთავრობების მონაცემებს ორჯერ აღემატება.