ეკა ხერხეულიძე – დეპუტატები ოპოზიციიდან ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ

„ქალბატონო მაკა, ჩვენ, დეპუტატები ოპოზიციიდან, ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენი გადაწყვეტილება მართლმსაჯულებაზე უარის თქმა კი არ გახლავთ, არამედ, ეს გახლავთ ჩვენი პოზიციონირება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მას ჯანმრთელობა ჰქონდეს ნორმალურ ვითარებაში და ხელი მიუწვდებოდეს ნორმალურ სამედიცინო დახმარებაზე,” – “ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება თუ საიდან დაიწყო აღნიშნული პროცესი.

„როდესაც ჩვენი ევროპარლამენტარები საუბრობენ, რომ მაკა ბოჭორიშვილისგან გვაქვს ყოველდღიური ცნობა სამედიცინო სერვისის შესახებ, როგორ ეწევა დახმარება მიხეილ სააკაშვილს, იქნებ მეც მანახოთ რა ცნობები გაქვთ და რა მონიტორინგს აწარმოებთ. მე ამ ადამიანს ვხვდები და ზუსტად ვიცი მისი მდგომარეობა“, – ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის განცხადება, რომელიც გვახსენებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე დიდი სამუშაოა გაწეული და ამ გზის დასაბამს კი არ ახსენებს. რა იყო ის ფაზა, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყანა ამ კონდიციამდე მისულიყო? ხომ ვერ მეტყვის ქალბატონი მაკა ამ გზის დასაწყისის ავტორს? – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.