„ფინეთის გაწევრიანება ნატოში, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას” – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, ფინეთის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.

„ნატოს კიდევ ერთი გაფართოება არ ხდის ჩვენს კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს. ფინეთის გაწევრიანება ნატოში, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას”, – თქვა პესკოვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გააანალიზებს ალიანსში ფინეთის შესვლის ვითარებას და რუსეთის პასუხი დამოკიდებული იქნება ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებზე ქვეყნის საზღვართან.

„რუსეთი მზადაა გასცეს ყველაზე გადამწყვეტი პასუხი, თუ რომელიმე მხარე შეეცდება უკრაინაში სპეცოპერაციაში მოხვედრას. ყველას სურს, თავიდან აიცილოს პირდაპირი შეტაკება რუსეთსა და ნატოს შორის”, – დასძინა პესკოვმა.

ფინეთის პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.