კვლავ იმისკენ მოწოდება, რომ აუცილებელია სააკაშვილის უცხოეთში წაყვანა, ააშკარავებს ამ მოთხოვნების ნამდვილ არსს – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კვლავ იმისკენ მოწოდება, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში წაყვანა, ააშკარავებს ამ მოთხოვნების ნამდვილ არსს.

მისივე თქმით, აუცილებელია სააკაშვილთან მიმართებაში ყველა გარემოება ობიექტურად დადგინდეს.

„აუცილებელია, რომ საზოგადოებამ ცხადად დაინახოს რეალურად არსებული ვითარება და თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია მიიღოს. ობიექტურადაც უნდა დადგინდეს ყველა გარემოება, რომელთან დაკავშირებითაც ვისმენ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ აბსოლუტურად რელევანტური შეთავაზება გაუკეთა მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩატარებულიყო გამოკვლევები. კვლავ იმისკენ მოწოდება, რომ აუცილებელია უცხოეთში წაყვანა, ააშკარავებს ამ მოთხოვნების ნამდვილ არსს“, – აცხადებს სარჯველაძე.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშილი შეთავაზებას დათანხმდა. ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს.