დაირაზმა ხალხი, 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნეს უკრაინაში – ხალხო, ეს დააფასეთ და გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი! – პრემიერი

დაირაზმა ხალხი, მთავრობის ხელშეწყობით, ჩართული იყო ყველა, მთელი რეგიონები და 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნეს უკრაინაში, უკრაინელებისთვის – ხალხო ეს დააფასეთ და გაიგეთ და დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს საქართველო მაქსიმალურად ეხმარება.

„საქართველო 191 ქვეყანას შორის არის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ტვირთი გააგზავნა უკრაინელი ხალხისთვის. ყველა იმ დევნილს, ლტოლვილს უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში და ცხოვრობს აქ – ჩვენ რაც შეგვიძლია ვუკეთებთ მაქსიმუმს, დაწყებული ჯანდაცვით და განათლებით. მე შეგახსენებთ, რომ თავად მოვინახულე უკრაინელი ბავშვების უკრაინული სექტორი, რომელიც განათლების მინისტრმა შექმნა თბილისში და ახლა ბათუმშიც აპირებს, რომ გახსნას. ჩვენ მეგობრებო, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით – ეს არის მაქსიმუმი. ეს არის ჩვეულებრივი მავნებლური პროვოკაციული შეკითხვები და მე გთხოვთ, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე იფიქროთ და ეს თქვენი პარტიული ინტერესები, საფუძველმოკლებული ინტერპრეტაციები არ აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას. დაირაზმა მთელი ხალხი, მთავრობის ხელშეწყობით, ჩართული იყო ყველა, მთელი რეგიონები და 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნეს უკრაინაში, უკრაინელებისთვის – ხალხო ეს დააფასეთ და გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი!“- განაცხადა პრემიერმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password