გერმანია-ალეპო – აქტივისტები გერმანიიდან ალეპოში ფეხით ჩავლენ

რამდენიმე ასეულმა მშვიდობიანმა აქტივისტმა გერმანიაში მრავალთვიანი საპროტესტო მარში დაიწყო, ისინი ყველას მოუწოდებენ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები სირიაში.

Associated Press-ის ინფორმაციით, მარშის მონაწილეებს მკლავზე თეთრი სამკლაურები უკეთიათ, ხელში კი თეთრი დროშები უჭირავთ . ისინი გეგმავენ, რომ ალეპოში 3,5 თვეში ჩავლენ. ორგანიზატორების თქმით, დღეში ისინი 20 კილომეტრს გაივლიან. მარში დაიწყო გერმანიაში, გაივლის ჩეხოსლოვაკიას, ავსტრიას, სლოვეკიას, ხორვატიას, სერბის, მაკედონიას, საბერძნეთს და თურქეთს.

გერმანიის აქტივისტებს გზა და გზა სხვებიც შეემატებიან. იმ დროს, როცა გერმანიაში მარში დაიწყო, უკრაინელმა აქტივისტებმა კიევში სირიის საელჩოსთან საპპროტესტო აქცია გამართეს.

კომენტარის დატოვება