,,ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, გავხდეთ ჭირისუფლები” – ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე უნდა მოიკვეთონ ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციურ პლატფორმაზე უარყოფით პროცესებს ავითარებენ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება არ აძლევს ოპოზიციას საფუძველს, გახდნენ ჭირისუფლები. მელია ამბობს, რომ ებრძვიან ადამიანს, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და კლასიკური ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოაყალიბა.

,,ამ გზაზე, ოლიგარქის დამარცხების გზაზე, ოლიგარქის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე უფრო მძიმეა და უფრო საზიანოა ის ადამიანები, რომლებიც თითქოს არიან არა ბიძინა ივანიშვილის მხარეს გამოხატულად, არამედ ჩვენ მხარეს და სინამდვილეში მის მხარეს არიან, რომლებიც აკრიტიკებდნენ იგივე ნიკა გვარამიას და ამბობდნენ, რომ ნიკა გვარამია არის შეკრული, ეს და ეს არ გააკეთა და ამით ძლიერდებოდა რეჟიმი. უნდა მოიკვეთოს ის ჯგუფი ადამიანებისა, ვინც უარყოფით პროცესებს ავითარებს ოპოზიციის პლატფორმაზე და შეფუთულები არიან როგორც ქომაგები დემოკრატიის. დღეს ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, გავხდეთ ჭირისუფლები”, – თქვა ნიკა მელიამ.