,,სასამართლოს გადაწყვეტილება კატასტროფაა, ევროპა ძალიან მძიმე შეფასებებს გააკეთებს საქართველოსთან მიმართებაში” – თამარ კორძაია ნიკა გვარამიას დაკავებაზე

დღევანდელი გადაწყვეტილება არის კატასტროფა, ევროპა ძალიან მძიმე შეფასებებს გააკეთებს საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებას საღი აზრი ექნებოდა და გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანდა.

,,ბიძინა ივანიშვილის გზა რუსეთისკენ არის ძალიან მყარად ნაჩვენები მთელი დასავლური სამყაროსთვის. დღეს არის ძალიან მძიმე დღე საქართველოს მომავალი პერსპექტივისთვის. იმედი მქონდა, რომ ხელისუფლებას ოდნავ მაინც ჰქონდა საღი აზრი, მაგრამ არ ჰქონიათ, ამიტომ ჩვენი მოლოდინი მართლა არ არის არსებითი”, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.