„ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ, ისინი ომის დამნაშავეები არიან“ – დუმის სპიკერი უკრაინელ ტყვეებზე

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უკრაინელი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ნაცისტური კრიმინალების გაცვლა არ შეიძლება, ისინი ომის დამნაშავეები არიან და რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

„ნაცისტური კრიმინალები არ უნდა გაცვალონ. ისინი ომის დამნაშავეები არიან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“, – განაცხადა მან.

ვოლოდინის თქმით, „უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც არასათანადოდ ეპყრობიან სამხედრო ტყვეებს, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაჭრილი სამხედრო ტყვეების მკურნალობა უზრუნველვყოთ“.