,,მიზანმიმართულად ხდება ანტიდასავლური კამპანიის წარმოება „ანტიქართული ოცნების” მხრიდან იმისთვის, რომ დასავლეთმა უარი უთხრას საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციაზე” – გიორგი ვაშაძე

მიზანმიმართულად ხდება ანტიდასავლური კამპანიის წარმოება „ანტიქართული ოცნების” მხრიდან იმისთვის, რომ დასავლეთმა უარი უთხრას საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გვარამიას დაკავება პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს მიზანმიმართულად დაამთხვიეს.

,,სურთ, საქართველოს მოქალაქეებს ილუზია შეუქმნან, ვითომ ევროკავშირში უნდათ, მაგრამ დგამენ ნაბიჯებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას კანდიდატის სტატუსზე. ისინი ატყუებენ მოქალაქეებს, რომ ევროპელები არიან, მაგრამ ევროპა არ იღებს მათ, ამ შინაარსის გაყიდვას შეეცდებიან უახლოეს პერიოდში, არ გამოვრიცხავ ასევე, რომ ჩრდილოელი მეზობლისგან ძალიან კონკრეტული დავალებები მიიღეს მათმა ბატონ-პატრონებმა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. აქამდე ეს ორსახოვანი გზა შეიძლება ჭრიდა, მაგრამ დღეს ან ხარ უკრაინასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან ან ხარ რუსეთთან, შუა გზა არ არსებობს. შესაბამისად, შუა გზა, რომელიც მათ ჰქონდათ, დამთავრდა“, – განაცხადა ვაშაძემ.