,,ნერვებს უშლიდათ და დაიჭირეს“ – ელისაშვილი ნიკა გვარამიაზე

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.

ალეკო ელისაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

„ნიკა გვარამიას დაჭერა ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ნერვებს უშლიდათ და დაიჭირეს. რასაც გვარამიას ედავებიან, ყოველი მეორე ჩინოვნიკი იმას აკეთებს. ლამის ყველა ჩინოვნიკი თავის გემოზე, საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის იყენებს სახელმწიფო მანქანებს. მაგათ რატომ არ იჭერენ?“, – წერს პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე.