მსოფლიოში მიმოფანტუოლო ემიგრანტებო, გავერთიანდეთ დაავადებული ბავშვების გადასარჩენად!

საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ლია წიქარიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ  ქართველ ემიგრანტებს მიმართავს და სიკეთის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

-„მსოფლიოში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტების საყურადღებოდ! გამოვიჩინოთ ერთიანობა ! მივიტანოთ გულთან სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს დავუდგეთ გვერდით! თუმცა ესპროცესი საკმაოდ რთულია და ძალიან დიდ თანხებს და დიდ ძალისხმევას მოითხოვს! ძალიან დიდ თანხებთან აქვთ საქმე ოჯახის წევრებს, ყველაფერს ყიდიან რომ ბავშვისთვის გასამგზავრებელი თანხა შეაკოწიწონ კაპიკ კაპიკ ! ჩვენ კი ვართ უმოქმედოთ. დავირაზმოთ მსოფლიოს მაშტაბით ემიგრაცია და ყველამ გადავწყვიტოთ ის მიზერული თანხა რაც თქვენგან გადაწყვეტილი იქნება! ყოველ თვეში რამხელა თანხა შეგროვდება ! წარმოიდგინეთ რამხელა მადლს გააკეთებს თვითეული თქვენთაგანი! გვეცოდინება ვის ესაჭიროება გასამგზავრებლად თანხა და გადავცეთ ოჯახს! ამ საქმისთვის ყველა მსოფლიოს ემიგრანტი ჩაერთოს ამ საქმეში რომ გამჭვირვალე გახდეს ყველაფერი. დაგლოცოთ ყველა თქვენთაგანი უფალმა ! ვაკეთოთ მხოლოდ კეთილი საქმე.

ვისაც გინდათ მოკიდეთ ხელი ამ საქმეს და ითავეთ ! მე კი დაგიგიდგებით გვერდით. შევარჩიოთ რამოდენიმე კანდიდატი ვისაც მეტი ხმა ექნება გახდეს ღირსეული ამ საქმისთვის“

GeoMediaTV მიესალმება ამ კეთილ წამოწყებას და გვერდით დაუდგება აქციას.

 

კომენტარის დატოვება