ახალგაზრდა კაცი მე-15 სართულიდან გადმოხტა

მარიამ ახალკაცი

თბილისში, სააკაძის მოედანთან ახალგაზრდა კაცი მე-15 სართულიდან გადმოხტა.

მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “რუსთავი 2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.