სროლა და სისხლიანი დაპირისპირება კლუბ “ბასიანთან”

მარიამ ახალკაცი

სროლა და სისხლიანი დაპირისპირება კლუბ “ბასიანთან” – დაჭრილია 3 პირი. წინასწარი ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს ბიძინა ჩაჩხიანს, ერთ-ერთ თანამშრომელთან შელაპარაკების გამო, დაცვამ კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ბასიანში დაბრუნდა და იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მოგვიანებით, საკუთარ სახლთან დააკავა. სამართალდამცველებმა იარაღი, 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დაჭრილთაგან 2 კლუბის თანამშრომელი, ერთი კი კლუბის სტუმარია. ისინი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, ბრალდებულმა ადგილზე 18-ჯერ გაისროლა. შემთხვევის გამო დაგეგმილი ივენთი ჩაიშალა და დაახლოებით ღამის 3:00 საათზე კლუბი დაიკეტა. დღეს ამ დრომდე კლუბის ტერიტორიაზე არავინ გამოჩენილა.