,,ოთარაანთ ქვრივი გამახსენდა, მიდის მისკენ და ჩემსკენ არაფერი არ ახედებსო, ასე წავიდა ჩემი შვილი” – უკრაინაში დაღუპული რატი შურღაიას დედა

ქაშვეთის ეკლესიაში დილიდან მიმდინარებოს უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს, რატი შურღაიას სამოქალაქო პანაშვიდი. 38 წლის ქართველმა მებრძოლმა ბრძოლის დროს კანტუზია რამდენჯერმე მიიღო, ბოლოს ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ფრონტის ხაზზე მისი დაბრუნება სარისკო იქნებოდა, თუმცა ის იქ მაინც დაბრუნდა.

“გადაწყვეტილება მიიღო, წავიდა. მეც მართალი გითხრათ ბევრი წინააღმდეგობა არ გამიწევია, იმიტომ, რომ ვხედავდი მას რა მტკიცედ ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რომ მიდიოდა გამახსენდა ოთარაანთ ქვრივი, მიდის მისკენ და ჩემსკენ არაფერი არ ახედებსო, ასე წავიდა ჩემი შვილი, მიდიოდა იქეთ და ერთი მითხრა, რომ ადი შენ ახლა ზევით დედიკოო და ჩემი წასვლა არნახოო.

თავისუფლების მოყვარული, მან ეს 37 წელიწადი თავისუფლად იცხოვრა. გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს საქართველო, დამარცხდება უკრაინა, დამარცხდება საქართველო, რისი შეგუებაც მას არ შეეძლო”, – ამბობს ნინო პაპასკირი.

შურღაია დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს საქართველოში. დღესვე, 4 საათზე მას ქაშვეთიდან საკუთარ სახლში, ვაზისუბანში გადაასვენებენ, სამშაბათს კი სამხედრო პატივთ დაკრძალავენ.