“ვისაც სურვილი აქვს დადგეს ლოცვაზე 9 საათი, მოვა ტაძარში”

ტაძრებში ყველა რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის სამინისტროსგანაა გაცემული დაცულია, ეს არის დისტანცია პირბადე, ხელთათმანი თუ ანტისეპტიკური ხსნარი და ვისაც სურვილი აქვს მოვა ტაძარში და დადგება საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ლიტურგიაზე, აღნიშნული განცხადება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გააკეთა.
“მთავარია სულიერი სიხარულით შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“.- აცხადებს მეუფე გერასიმე. მისივე თქმით ყველა ეპარქია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, სააღდგომო ლიტურგია რა დროს ჩაატაროს.