თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე გაზსადენზე ავარიის გამო, 4 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა

გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებულ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„გაზმომარაგება შეუწყდა ბოგდან ხმელინცკის ქ. 13ა-თან (ახლ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი) მიწისქვეშა საშ/წნევის გაზსადენზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზმომარაგება შეუწყდა გარდაბნის გზ. 24ა, ქინძმარაულის ქ. 6ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ქინძმარაულის, მარელისის (ახლ. ბაბუციძის), ნაკადულის, ოცხელის, ლითონკონსტრუქციების დასახლების (წმ. ბარბარეს დასახლება), გარდაბნის გზ-ისა და 31-ე ქარხნის მიმდებარედ (მარია პერინის ქუჩა) მცხოვრებ მოსახლეობას, აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა – შპს „ოთო”, ფ/პ ნათია ჯანიაშვილი, შპს „თავთავი”,შპს „კამელინი”, შპს „ორბელი 91”, მარელისის ქ. 5-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი (სკოლა „დავითიანი”), ნაკადულის ქუჩაზე – ი/მ დავით ხაბაზაშვილი, სკოლა # 82, გარდაბნის გზ-ზე – # 78 საჯარო სკოლა, ქინძმარაულის II შეს-ში – 126 ბაგა-ბაღი, ი/მ ნ. ტალახაძე, საჯარო სკოლა # 106 და სხვა“, – აღნიშნულა კომპანიის განცხადებაში.

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და გაზმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.