გლობალური შიმშილი არა რუსეთის, არამედ იმ ქვეყნების ბრალია, რომლებმაც ჩვენს წინააღმდეგ სანქციები დააწესეს – დმიტრი პესკოვი

გლობალური შიმშილის წყარო არა რუსეთი, არამედ ის ქვეყნებია, ვინც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები თავად დააწესეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება საზღვაო გადაზიდვის მეთოდს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ ამ პრობლემის წყარო. ისევ და ისევ, ვიმეორებ ჩვენ არ ვართ პრობლემების წყარო, რომელიც იწვევს გლობალური შიმშილის საფრთხეს. ქვეყნები, რომლებმაც დააწესეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თავად არიან პრობლემის წყარო“, – აცხადებს პესკოვი.