,,მივიღეთ 2 აღიარებითი ჩვენება, რომ ისინი ელოდნენ საქართველოსგან ომში ჩართვას, გვარებს ჯერ არ დავასახელებთ” – კობახიძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს , რომ ორი ოპოზიციონერი დეპუტატისგან “აღიარებითი ჩვენება” აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ელოდნენ საქართველოს ომში ჩართვას. კობახიძე ჯერ გვარებს არ ასახელებს და ოპონენტებს ისევ მოუწოდებს, წერილობით ჩამოაყალიბონ, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გააკეთა.

“კიდევ ერთხელ ვითხოვთ ოპოზიციისგან ჩამოწერონ კონკრეტულად რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გავაკეთეთ. დღემდე პასუხი არ მიგვიღია. მივიღეთ მხოლოდ 2 აღიარებითი ჩვენება, გვარებს ჯერ არ დავასახელებ, 2 აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ელოდნენ საქართველოსგან ომში ჩართვას. ეს იყო ორი აღიარებითი ჩვენება. ორმა პოლიტიკოსმა გააჟღერა, თუმცა ჯერ არ ვიჩქარებთ, ჯერ დაველოდებით სხვა პოლიტიკოსების და პარტიების განცხადებებს, თუ ისინიც ზუსტად იგივეს ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს დავაკელით, რომ არ ჩავერთეთ ომში, პასუხი იქნება ნათელი. დავაგროვებთ პასუხებს ოპოზიციისგან, წერილობით პასუხებს, გავეცნობით თითოეულ მათგანს და ყველას გავცემთ პასუხს” – ამბობს კობახიძე.