,, ევროკავშირის ჰიმნის გაჟღერება და ზეიმის ჩატარება არ არის პირდაპირ კავშირში ჩვენს ევროპაში გაწევრიანების პერსპექტივასთან, ამისათვის საჭიროა სწორი ქცევა” – იაგო ხვიჩია

ევროკავშირის ჰიმნის გაჟღერება და თავისუფლების მოედანზე ზეიმის ჩატარება არ არის პირდაპირ კავშირში ჩვენს ევროპაში გაწევრიანების პერსპექტივასთან, ამისათვის საჭიროა სწორი ქცევა, – ამის შესახებ ,,გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ თავისუფლების მოედანზე, 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ზეიმები კარგია”, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდეთ.

„დღევანდელ დღეს ისეთივე მნიშვნელობა აქვს როგორც ადამიანებისთვის დაბადების დღეს. ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ და უხარიათ, იმავე მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის დღეს, ამიტომ ყველას გილოცავთ. მგონი, ევროკავშირის ჰიმნის გაჟღერება და თავისუფლების მოედანზე ზეიმის ჩატარება არ არის პირდაპირ კავშირში ჩვენს ევროპაში გაწევრიანების პერსპექტივასთან, ამისათვის საჭიროა სწორი ქცევა, ყველამ უნდა გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა დასავლეთისკენ და თუ გვინდა, მაშინ უნდა მოვიქცეთ შესაბამისად. ზეიმები კარგია, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.