,,3 წელზე მეტია, ივანიშვილი თავისი პროკურატურით ცდილობს, რომ ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა!” – მამუკა ხაზარაძე

უკვე 3 წელზე მეტია, ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურატურით ცდილობს, რომ ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა იმ სისტემის სრული ლუსტრაცია მიმდინარეობს, „რომელიც მართულია ერთი კაცის მიერ“.

„ძალიან მალე ჩვენ ამ ყურმოჭრილი შემსრულებლების ვინაობას ვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც უკანონო გადაწყვეტილებაში, დევნაში იღებს მონაწილეობას, საკადრისი პასუხი გაეცემა არამარტო სანქციების კუთხით, არამედ უამრავი სხვა გზით. ყველა ის ადამიანი, რომელიც არამარტო ჩვენ საქმესთან დაკავშირებით, არამედ ყველა სხვა საქმეში არის ჩართული, იქნება ეს პროკურატურა თუ მოსამართლე, ყველას გაეცემა კანონის შესაბამისად საკადრისი პასუხი“, – განაცხადა ხაზარაძემ.