ნატო აღარ არის ვალდებული თავი შეიკავოს აღმოსავლეთ ევროპაში ძალების განლაგებისგან – ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე

“ნატო აღარ არის ვალდებული თავი შეიკავოს აღმოსავლეთ ევროპაში თავისი ძალების განლაგებისგან”, – ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვმა თავად გააუქმა „ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი“.

„მათ მიიღეს გადაწყვეტილებები, აიღეს ვალდებულებები, რომ არ განახორციელებდნენ აგრესიას მეზობლების წინააღმდეგ და რომ ალიანსთან რეგულარულ კონსულტაციებს გამართავდნენ, რასაც არ აკეთებენ. ასე, რომ ვფიქრობ, რომ რეალურად, ეს დამფუძნებელი აქტი ძირითადად არ ფუნქციონირებს რუსეთის გამო“, – აღნიშნა მირჩა ჯოანამ.