,,უკრაინაში არ გავგზავნი არაფერს, რისი სროლაც რუსეთში შეიძლება” – ჯო ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, არ აპირებს უკრაინაში ისეთი რაკეტების გაგზავნას, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიონ.

“მე არ გავაგზავნი არაფერს, რისი სროლაც რუსეთში შეიძლება”- თქვა ბაიდენმა ორშაბათს თეთრ სახლში, როდესაც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ის უკრაინაში შორი დისტანციის რაკეტების გაგზავნას.

CNN-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადებოდა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების გადასაცემად. შორი დისტანციის სარაკეტო სისტემები უკრაინის ოფიციალური პირების მთავარი მოთხოვნაა.

ოფიციალური პირების თქმით, ადმინისტრაცია მერყეობდა რაკეტების გაგზავნაზე იმ შეშფოთების გამო, რომ უკრაინას შეეძლო ახალი იარაღის გამოყენება შეტევითი თავდასხმების განსახორციელებლად რუსეთის ტერიტორიაზე.

პარასკევს, მას შემდეგ რაც CNN-მა პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რუსეთმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები “წითელ ხაზს გადალახავს”, თუ ის სისტემას უკრაინას მიაწვიდს.