„მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შესვლას აჭიანურებენ, ველოდებით ხელოვნურ ბარიერებს“ – შოთა თუთბერიძე

„მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შესვლას აჭიანურებენ“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინება საჯაროდ გავრცელდა ის პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუღია.

„პენიტენციური სამსახური აგრძელებს ამ უსინდისო პრაქტიკას, როცა აჭიანურებს ექსპერტების შესვლას მიხეილ სააკაშვილთან, მიუხედავად იმისა, რომ განჩინება საჯაროდ გავრცელდა, ბოლო დრომდე არ იყო მიღებული პენიტენციური სამსახურის მიერ ეს განჩინება. იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მიაწოდებს სასამართლო უზრუნველყოფს ამას და ექსპერტები დაუყოვნებლივ შევლენ რათა ჩაატარონ ექსპერტიზა. ეს არის მნიშვნელოვანი, სააკაშვილის მიმდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრისთვის. ველოდებით ყველანაირ გართულებას პროცესისა და ხელოვნური ბარიერების შექმნას“, – აცხადებს შოთა თუთბერიძე.