დმიტრო კულება: ჩვენ არ შეგვიძლია პუტინის ნდობა, მის სიტყვებს ფასი არ აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მათ არ შეუძლიათ პუტინის ნდობა, რადგან მის სიტყვებს ფასი არ აქვს.

„პუტინი ამბობს, რომ არ გამოიყენებს სავაჭრო გზებს ოდესაზე თავდასხმისთვის. ეს იგივე პუტინია, რომელმაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი დღით ადრე უთხრა, რომ უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. ჩვენ არ შეგვიძლია პუტინის ნდობა, მის სიტყვებს ფასი არ აქვს,”- წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელ Twitter-ზე.