გია ვოლსკი – კუბილიუსისა და იუკნევიჩიენეს განცხადება არის მოწოდება, არჩევანი გააკეთეთ, ხელისუფლება ნებისმიერი მოქმედებით შეცვალეთ და ევროსტრუქტურებისკენ ამ შემთხვევაში გაგეხსნებათ გზა

ეს არ არის განაცხადება, არის მოწოდება – არჩევანი გააკეთეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც აირჩიეთ, ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ, შეცვალეთ და ევროსტრუქტურებისკენ ამ შემთხვევაში გაგეხსენებათ გზა, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს წერილი, რომლითაც ქართველ ხალხს მიმართავენ.

გია ვოსლკის თქმით, ეს არის მოწოდება კონკრეტული პარტიის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.

„მათ განცხადებაში ახალი არაფერია. ეს არ არის განაცხადება, არის მოწოდება – არჩევანი გააკეთეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც აირჩიეთ, ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ, შეცვალეთ და ევროსტრუქტურებისკენ ამ შემთხვევაში გაგეხსენებათ გზა. აბსოლუტურად არ დაგიდებენ, რა არის რეიტინგი, რა მდგომარეობაშია საქართველო ევროპულ სტანდარტებთან მიმართებით ან სად ვიმყოფებით რეგიონში მსოფლიო მასშტაბით იმ მაჩვენებლებით, რაც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსის მისაღებად. ეს არის მოწოდება კონკრეტული პარტიის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, რადგან ვერანაირ სხვაობას აღნიშნულ განცხადებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებებში ვერ ვხედავ და არც შეიძლება, იყოს. რომელია ისეთი საკითხი, რასაც ჩვენი გუნდი შეფარული მმართველობის პირობებში ახორცილებს? დაგვისახელონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.