არჩილ თალაკვაძე – ევროპარლამენტის რეზოლუცია აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში დამახინჯებული ფაქტები არის მოყვანილი

მიგვაჩნია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა, გარკვეულწილად მეტყველებს, რამდენად სამართლიანია რეზოლუციის შინაარსი.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური ჯგუფების ნაწილმა მიიღო და მას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები. ქართულმა საზოგადოებამ და ევროპაში ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა გვარამია არანაირი თავისუფალი მედია არ არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დემოკრატიის გარანტი და დემოკრატიის სიმბოლო. რეზოლუციაში მოყვანილი ეს კონკრეტული შეფასებები რეალობას არ შეესაბამება. მას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა რომ არ დაუჭირა მხარი, ესეც გარკვეულწილად მეტყველებს, თუ როგორ იყო ტექსტი მომზადებული და რამდენად სამართლიანია რეზოლუციის შინაარსი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.