„რაო??? რას ბედავთ თქვენ?! ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ“ – ნინო ლომჯარია ხუნდაძეს

„რაო? რას ბედავთ თქვენ?!“ – ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომლის თანახმად ხუნდაძემ აღნიშნა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას და სტატუსის მისაღებად ღირსება არ უნდა დავთმოთ.

ლომჯარიას თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი.

„რაო? რას ბედავთ თქვენ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“, – წერს სახალხო დამცველი.